воскресенье, 5 апреля 2015 г.

ტრენინგის შეჯამება

         გავიარე ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი, სადაც შევიძინე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ძალიან დამეხმარება პროექტების განხორციელებაში. მოსწავლეებიც უფრო მოტივირებულები გახდებიან და აქტიურად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. ამ ტრენინგის საშუალებით, მე შემიძლია  ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
     დიდ მადლობას მოგახსენებთ, ასეთი კარგი ტრენინგის ჩატარებისათვის და იმედია, კვლავ გვექნება ასეთი ტრნინგების გავლის საშუალება.
     ძალიან სასიამოვნო იყო ქალბატონ, ქეთი ცერაძესთან მუშაობა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
    

ტრენინგის მეცხრე დღე

     გავიმეორეთ წინა დღის მასალა. პედაგოგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტები. ვისწავლეთ ტეორიულად და პრაქტიკულად  ბლოგში საათის, ალბომის და ვიდეოს გაჯეტის ჩასმა: ასევე ბლოგზე ლინკის გაკეთება.
    

суббота, 4 апреля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

   
    გავიმეორეთ 7 დღის მასალა. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა PoverPoint-ში, რაც ძალიან გამოგვადგება პროექტის მსვლელობისას;  ასევე ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა საკუთარ ბლოგში; სიის გაჯეტების შექმნა.
    მინდა,რომ ასეთი საინტერესო ტრენინგები, სასიამოვნო ტრენერთან ერთად ბევრი გავიარო,