воскресенье, 5 апреля 2015 г.

ტრენინგის შეჯამება

         გავიარე ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი, სადაც შევიძინე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ძალიან დამეხმარება პროექტების განხორციელებაში. მოსწავლეებიც უფრო მოტივირებულები გახდებიან და აქტიურად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. ამ ტრენინგის საშუალებით, მე შემიძლია  ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
     დიდ მადლობას მოგახსენებთ, ასეთი კარგი ტრენინგის ჩატარებისათვის და იმედია, კვლავ გვექნება ასეთი ტრნინგების გავლის საშუალება.
     ძალიან სასიამოვნო იყო ქალბატონ, ქეთი ცერაძესთან მუშაობა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
    

ტრენინგის მეცხრე დღე

     გავიმეორეთ წინა დღის მასალა. პედაგოგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტები. ვისწავლეთ ტეორიულად და პრაქტიკულად  ბლოგში საათის, ალბომის და ვიდეოს გაჯეტის ჩასმა: ასევე ბლოგზე ლინკის გაკეთება.
    

суббота, 4 апреля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

   
    გავიმეორეთ 7 დღის მასალა. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა PoverPoint-ში, რაც ძალიან გამოგვადგება პროექტის მსვლელობისას;  ასევე ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა საკუთარ ბლოგში; სიის გაჯეტების შექმნა.
    მინდა,რომ ასეთი საინტერესო ტრენინგები, სასიამოვნო ტრენერთან ერთად ბევრი გავიარო,
 

воскресенье, 29 марта 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

     ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით შესაბამისი დავალებების შეგდგენაზე. ასევე პროექტის გეგმის დასკვნით ნაწილზე.  
   

суббота, 28 марта 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

   გავიმეორეთ წინა 5 დღის მასალა, ვისწავლეთ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს პროექტის წარდგენაში, გავაკეთეთ პრეზენტაციის ნიმუში PowerPoint-ში. ვისწავლეთ პროექტის რუბრიკის შექმნა და შენახვა.
   ჩემთვის საინტერესო დღე იყო, რადგან PowerPoint-ში ვისწავლეთ დიაგრამების აგება, რომელიც ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესის მონიტორინგში.
    

воскресенье, 22 марта 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

   ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ გამეორებით. ვისწავლეთ გამოყენებული მასალის საავტორო უფლებების დაცვა, ბლოგზე კომენტარის დაწერა,გაჯეტების დამატება: სურათის გაჯეტი, გამოკითხვის გაჯეტი, გვერდების გაჯეტი.
   

суббота, 21 марта 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

    გავიმეორეთ წინა დღეების მასალა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით შეფასების მეთოდებს. გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია PowerPoint-ში.
ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა,  წაშლა-აღდგენა,  სურათის ჩასმა.
    ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს კარიერულ წინსვლას.
    დიდი მადლობა, ჩვენს მშვენიერ და საყვარელ ტრენერს ქალბატონ, ქეთის.
კოლბა